პროექტის შესახებ
პუბლიკაცია „გაიცანით ბაბი“ შემუშავებულია 2022 წელს ორგანიზაციის "მაკ-ჯორჯია" მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში" ფარგლებში.
პუბლიკაციის ავტორია მარიამ ხვადაგიანი. მის შემუშავებაში წვლილი შეიტანეს მაია ბაგრატიონი-გრუზინსკიმ, მაია წულაძემ და კეტლინ დირიმ. ილუსტრაციები და დიზაინი შექმნილია ფორსეტის მიერ.
პუბლიკაციის მიზანია, ბავშვებს გააცნოს შეზღუდული შესაძლებლობის ბიოფსიქოსოციალური მოდელი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის პროცესი.
ბიოფსიქოსოციალური მოდელი ადამიანის შეზღუდულ შესაძლებლობას განიხილავს, როგორც სამედიცინო მდგომარეობის (ბიოლოგიურად განპირობებული), ფსიქოლოგიური ფაქტორების (დაძლევის უნარები, თვითშეფასება და ა.შ.) და სოციალური ფაქტორების (გარემოს ბარიერები, საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები და ა.შ.) ურთიერთქმედებას.
მოცემულ ეტაპზე, საქართველო ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის არსებული სისტემის რეფორმას, რათა უკეთ გამოავლინოს თითოეული ბავშვის ფუნქციონირების ხარისხი და საჭიროებები, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020).
პროექტი იყენებს „სოციალური ამბის“ ფორმატს, რათა დაეხმაროს ბავშვებს, უკეთ გააცნობიერონ შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზები. მარტივი ენისა და ბავშვზე მორგებული ილუსტრაციების საშუალებით, ამბავი უსინათლო გოგონას შესახებ ცდილობს, მოამზადოს ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის პროცესში აქტიური ჩართვისთვის და დაეხმაროს მათ თავიანთი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, უფლებების გააზრებაში.
ვიმედოვნებთ, რომ მშობლები და ბავშვები ერთად გაეცნობიან ბაბის ამბავს.
პუბლიკაცია „გაიცანით ბაბი“ შემუშავებულია 2022 წელს ორგანიზაციის "მაკ-ჯორჯია" მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის "სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში" ფარგლებში.
ილუსტრაციები და დიზაინი: ForSet
Copyright: © MAC Georgia
ავტორი: მარიამ ხვადაგიანი
კონტრიბუტორები: მაია ბაგრატიონი-გრუზინსკი, მაია წულაძე, კეტლინ დირ
თბილისი, 2022